თანამშრომლობა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის საკითხების ხელმძღვანელს კრისტინ ლინკეს, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის რეგიონულ დირექტორს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში ფონდის საქმიანობა, აგრეთვე, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მოლოდინი განიხილეს
