საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ცერემონია, პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია, ორმხრივი ბრიფინგი, სადაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.
