ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ტურისტული კომპანიებისა და და ავიაკომპანიის „ეარ ბალტიკის” წარმომადგენლებს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ტურისტული კომპანიებისა და და ავიაკომპანიის „ეარ ბალტიკის” წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფოტურის ფარგლებში, თბილისში ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. განხილეს თანამშრომლობის და ერთობლივი ტურების ორგანიზების საკითხები. თბილისის დათვალიერების შემდეგ ტურ-ოპერატორთა 11-კაციანი ჯგუფი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრება. ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები გაეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ქართულ სამზარეულოს.
