ბუქარესტი თბილისის 22-ე დაძმობილებული ქალაქი გახდა
ბუქარესტი თბილისის 22-ე დაძმობილებული ქალაქი გახდა. ხელშეკრულებას თბილისისა და ბუქარესტის მერებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ხელმოწერამდე ბუქარესტში ვიზიტით მყოფმა კახა კალაძემ ნიკუშორ დანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც გამოითქვა სურვილი, რომ, როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში, შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები გაიხსნას.
