23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, მას ბიუჯეტში სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა. გამოძიების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი თანხები ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში მსოფლიოს სხვასხვა ქვეყნიდან ირიცხებოდა. გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით შემდგომში კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა. დანაშაულებრივი სქემის დეტალები პროკურატურაში განმარტეს.
