ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 18 - მა წევრმა დაუჭირა მხარი. სხდომას არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა, კენჭისყრაში კი მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგნელებს. დღეს ბათუმის წარმომადგენლობითმა ორგანომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც აირჩია. ბათუმის საკრებულომ შეკრება ექვსი თვის შემდეგ შეძლო. სხდომის შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ ბათუმის საკრებულოში ხელოვნური კრიზის დასრულდა.
