ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში წარდგენილ განცხადს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში წარდგენილ განცხადს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს ლატვიის სეიმის მთავარი გზავნილია. მეგობარი ქვეყნის დელეგაცია თბილისში იმყოფება. მათ უკვე გამართეს შეხვედრები პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს გატარებულ რეფორმებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსაც.
