იორდანიაში მთავარ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო
დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო. ცერემონიაზე იმყოფებოდა იორდანიის პრინციპი ღაზი, მასთან ერთად ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იორდანიის მეფეს, იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის არქიეპისკოპოსს. საქართველოს მხრიდან პროცესში ჩართული იყო თავად პრემიერ-მინისტრი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა მიწაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, რომლის კონცეფციაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. ღონისძიებზე სპეციალური დაფაც გახსნეს, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ხელმოწერა აქვს. წმინდა მიწაზე ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად ეწვია იოანე ნათლისმცემლის საცხოვრებელს და იესო ქრისტეს ნათლობის ადგილს. დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრს სასახლეში უმასპინძლა იორდანიის მეფე აბდულა მეორემ.
