ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს მესამესა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას იორდანიაში შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს მესამესა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას იორდანიაში შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრი იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქი-ეპისკოპოსოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ვახშამი გაიმართა, მიღებას პრინცი ღაზიც ესწრებოდა, რომელმაც ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი შეასრულა გადაწყვეტილების მიღებაში. 300 - ი წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება.
