ისრაელში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ვიზიტი დაიწყო
ისრაელში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები მათ შორის პრემიერ მინისტრ ნაფტალი ბენეტთან. საქართველოს მთავრობის მეთაური გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს, ასევე პრემიერს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს მესამე.
