„ლიონმა“ ჩელენჯ ქაფი მოიგო
ლიონმა, სადაც საქართველოს ნაკრების მორაგბეები დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე გამოდიან ჩელენჯ ქაფი ისტორიაში პირველად მოიგო. ფინალში ქართველების გუნდი „ტულონს“ შეხვდა და მეტოქეს 30-ით 12-ი აჯობა. ნინიაშვილი გამარჯვებულთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთი ლელოს დადება მოახერხა, თუმცა მსაჯმა გააუქმა. ხოლო ტულონში ბექა გიგაშვილმა ითამაშა. რაც შეეხება საღინაძეს, მან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
