ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმი
მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმში , რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს. წელს, ახალგაზრდა მეცნიერთა ყოველ წლიურ საერთაშორისო სიმპოზიუმზე მთავარ მომხსენებლად წარმოდგენილი არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, ედინბურგის და აარუსის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სიმპოზიუმის ფარგლებში თსუ მუზეუმმა მოაწყო გამოფენა „არქეოლოგია და უნივერსიტეტი“.
