სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ხვალ, ორბელიანების სასახლეში, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრა. ასევე დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, შეხვედრა და მედიისთვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
