საქართველოს პრემიერ მინისტრი იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდა. რამდენიმე საათში დაიწყება ვიზიტის ერთერთი მთავარი ღონისძიება. ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება
