„ქუჩის ბაზარი„ რუსთავში
რუსთავში პირველი ,,ქუჩის ბაზარი“ მოეწყო. პროექტი, რუსთავის მერიისა და მეწარმეთა გაერთიანება ,,სთოლის" ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ პავილიონებში, საკუთარი ნაწარმის წარმოდგენისა და რეალიზაციის საშუალება, ადგილობრივ მცირე მეწარმეებს და სტარტაპერებს ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ.
