ჯონსონ-ზელენსკის სატელეფონო საუბარი
უკრაინის აღმოსავლეთით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერაზე ისაუბრეს დიდი ბრტანეთის პრემიერმა და უკრაინის პრეზიდენტმა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ბორის ჯონსონმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას.
