ომი და ევროპის მოთხვოვნები პუტინს
საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციები, ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის ცნობით, 80-ც წუთიანი სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა მოთხოვეს. ელისეს სასახლის ცნობით, კი ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა პუტინისგან მსოფლიო სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებისვის, უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტისთვის, ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა მოითხოვეს.
