გერმანიის პოზიცია უკრაინის შეიარაღებაზე
გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გაუგზავნის და ეს გადაწყვეტილება, საბოლოოა. უკრაინაში გერმანიის ელჩის, ამ განცხადებას უკრაიუნლი მედია ავრცელებს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ სპეციალური ტექნიკის ყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მთავრობას ექსპორტის ნებართვის გაცემა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ ბოლო ცხრა კვირის განმავლობაში გერმანიამ მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და რომ ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, მიზეზად კი ნატოს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა.
