საქართველოს პრემიერ მინისტრი იორდანიაშია
საქართველოს პრემიერ მინისტრი იორდანიაშია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
