ოპოზიციის უარი რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას
უარი მუნიციპალურ სერვისებს - ნინო ლაცაბიძე „ნაციონალური მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ რუსთაველებისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ქალაქის მერის ინიციატივით შემუშავებული სოციალური და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები ჩავარდა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ზიანის მომტანია. რუსთავის საკრებულოში, როგორც უკვე ვიცით ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობის თქმით, თუ ბიუროს მომდევნო სხდომაზე რუსთავის მერია დამატებით მტკიცებულებებს არ წარადგენს ისინი აღნიშნულს მხარს არ დაუჭერენ.
