სიღარაბის მაჩვენებელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ ათ წელიწადში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი განახევრებულია. მათივე ცნობით 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 17.5% იმყოფება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 3.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა.
