ინტერვიუ მიხეილ სარჯველაძესთან
მიმდინარე კვირა საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატებით დატვირთული იყო. დებატები გაიმართა, როგორც ქვეყნის საგარეო კურსთან და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებთან, ასე შიდა პროცესებთან დაკავშირებით. პარლამენტმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრსაც მოუსმინა. რა დაასკვნა მმართველმა ძალამ, მიიღო თუ არა ოპონენტებისგან გადასადგმელი ნაბიჯების სია, რომელსაც კვირის დასაწყისიდან ითხოვდა? ყველა მიმდინარე თემაზე ჩვენს კითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე უპასუხებს.
