იუსტიციის მინისტრი პარლამენტში
ინტერპელაციის რეჟიმში პარლამენტმა იუსტიციის მინისტრსაც მოუსმინა, რომელთანაც მთავარი კითხვა ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხებოდა. რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გადაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით საქართველოში შესაძლებელია სააკაშვილის დიაგნოზის შესაბამისი ყველა სამედიცინო პროცედურის უზრუნველყოფა. რაც შეეხება საზღვარგარეთ მისი გადაყვანის მოთხოვნას, ბრეგაძის თქმით, ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
