„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს პოპულარული პიესა ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარუდგინა. სპექტაკლში ქუთაისის თოჯინების თეატრის მთელი დასი მონაწილეობს. წარმოდგენა კულტურის სამინისტროს დაფინასებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა.