ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი ჯაკომო საგრიპანტი გახდა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური დირექტორი ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯაკომო საგრიპანტი გახდა. სიმფონიური მუსიკის პირველი კონცერტი მისი დირიჟორობით ხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ჯაკომო საერთაშორისო საოპერო ჯილდოს, საუკეთესო ახალგაზრდა დირიჟორის ნომინაციის გამარჯვებულია. მისი სადირიჟორო კარიერა იტალიასა და გერმანიაში დაიწყო.
