ბრიტანულ ქართულ აკადემიაში მხატვრულ ტანვარჯიშში „ლეველ აფ 2022“ გაიმართა
ბრიტანულ ქართულ აკადემიაში მხატვრულ ტანვარჯიშში ლეველ აფ 2022 გაიმართა. ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 106-მა 5-დან 11 წლამდე ტანმოვარჯიშემ მიიღო. გამარჯვებულებს თასებთან და მედლებთან ერთად სხვადასხვა პრიზებიც გადაეცათ. შეჯიბრის მიზანი მხატვრული ტანვარჯიშის განვითარება და პოპულარიზაციაა.
