„ჩვენი უბნის სტარტები“
სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით მზიურის პარკში მასშტაბური პროექტი „ჩვენი უბნის სტარტები“ დაიწყო. პირველ სპორტულ გასართობ ღონისძიებაში ასობით 4-დან 15 წლამდე ბავშვი უკვე ჩაერთო. შეჯიბრებების ჩატარება თბილისის ათ სხვადასხვა უბანში იგეგმება. ღონისძიებაში ჩართული ყველა ბავშვი სიგელებით დაჯილდოვდა. თბილისის შემდეგ „ჩვენი უბნის სტარტები“ ივლისში და აგვისტოში ბათუმში გაიმართება.
