აქცია ახმეტაში
ახმეტაში , სამოქალაქო აქტივისტების კონსერვატიური მოძრაობის ოფისთან გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ხმაურის დროს პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი განარიდა. “ არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ ინფოს”. ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში 20- მდე ახალგაზრდა კოსერვატიული მოძრაობის ოფისის წინ მივიდა და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა. აქციის მიმდინარეობისას მოძრაობის წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა , თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ ვითარება განიმუხტა.
