საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს
საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს. ამ თემაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს იმ სტდენტების განათლებისა და მგზავრობის დაფინანსების საკითხი, რომლებიც დოქტორანტურისა და ბაკალვრიატის საფეხურზე სწავლობენ. ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას კომპეტენციას უწუნებს და და ამბობენ, რომ თუ მომდევნო ბიუროს სხდომამდე ქართული ოცნები დამატებით დაზუსტებებს არ წარადგენს, ინიციატივას მხარს კვლავ არ დაუჭერენ.
