პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, დღეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, დღეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
