საერთაშორისო ტურნირი
3-დან 5 ივნისის ჩათვლით სარაგბო კლუბ ხვამლის 8 და 12- წლამდე გუნდები, მონაკოში გასამართ ქიდს ქაფ 2022-ის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. ორივე გუნდი ხვამლი არენაზე მოსამზადებელ ეტაპს გადის. გათამაშებაში საქართველოს გუნდის გარდა საფრანგეთის და იტალიის გუნდებიიც გამოდიან. ხვამლის ასაკობრივმა გუნდმა წლევანდელი სეზონი წაუგებლად დაასრულა და საფრანგეთის ტურნირს კარგ ფორმაში ხვდება.
