წინასაწარი ფინალი
ხვალ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის წინასწარი ფინალი შედგება. დიდი ფინალის საგზურისთვის რეგულარული გათამაშების ვიცე ჩემპიონი ბოლნისის „ყოჩები“ გასავარდნი ფინალის გამარჯვებულ რუსთავის „ხარებს“ შეხვდება. თამაში რაგბი პლატოს სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გამარჯვებული დიდი 10-ის ჩემპიონის ტიტულისთვის 5 ივნისს „ბათუმს“ დაუპირისპირდება.
