მშვიდობიანი აქცია
„დიდება მეფეს! ერეკლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენს მეფეს ვიცავთ და ისტორიას , რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია”. ერეკლე მეორის დასაცავად დღეს მისი რეზიდენციის წინ სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ. მეფის მხარდასაჭერ აქციას სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. მშვიდობიან აქციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც ერთერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა. აქციის მონაწილეებმა ბერძენიშვილს ისტორიის ცოდნა დაუწუნეს და ერეკლე მეფის მოღვაწეობა თელავიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს.
