საქართველო - დიდი ბრიტანეთი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით, ბრიტანეთის მუზეუმში, პირველად გამოიფინა ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ქართველებმა საჩუქრად გადასცეს ბრიტანელ დიპლომატს და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919-20 წლებში სერ ოლივერ უორდროპს. ჯვარი და ყელსაბამი მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი ბრიტანეთის მუზეუმში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
