ომის 94-ე დღე
ომის 94-ე დღე. ოკუპანტები დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მათ კონტროლს პრაქტიკულად უქვე დაექვემდებარა ლიმანი და პოპასნაია. უკრაინული ძალები სევერო დონეცკისა და ლისიჩანსკის შესანარჩუნებლად იბრძვიან. კიევი აღიარებს, რომ ვითარება აღმოსავლეთის ფრონტზე უკიდურესად დამძიმდა და შეერთებულ შტატებს რეაქტიული ზალპური სისტემების მიწოდებას სთხოვს, თუმცა როგორც პენტაგონში აცხადებენ, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
