იუსტიციის მინისტრი პარლამენტში
2013 წლიდან ევროპულ სასამართლოს საქართველოდან არცერთი საჩივარი არ მიუღია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხზე. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მინისტრის მოსმენა პარლამენტში ხმაურისა ფონზე წარიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობდნენ მათი მმართველობის დროს განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრათ, თუმცა მმაართველმა გუნდმა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა მძიმე წარსული. მინისტრის მოსმენა პარლამენტში ორ საათს გაგრძელდა.
