საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის პრეზიდენტთან საუბარს სოციალური ქსელით ეხმაურება
ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერში.
