ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ამერიკის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის განცხადებაში, რომელშიც ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ახალ დანიშნულ ელჩს, დავით ზალკალიანს მიესალმება.
