11 წელი 26 მაისიდან
ზუსტად 11-ი წლის წინ, 26-ს მაისს, გამთენიისას, სააკაშვილის რეჟიმმა თბილისში საპროტესტო აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია. აპატიმრებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. რაც უფრო მეტი იქნებოდა დაპატიმრებული - მით დიდ პრემიას ჰპირდებოდნენ სპეცრაზმელებს სააკაშვილის ძალოვნები და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციისას, დაკავებულთა და დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. დარბევას ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა.
