26 მაისი - საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
26-ი მაისი - საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ დღეს 104-ი წლის წინ გამოცხადებულ და 31 წლის წინ აღდგენილ ყველაზე ძვირფას მონაპოვარს, თავისუფლებას ვზეიმობთ. ოკუპაციის ფონზე ევროპული ინტეგრაციის აუცილებლობას და საერთო მიზნის გარშემო ერთიანობის მნიშვნელობას დღეს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა. ისტორიაში პირველად, ცაშიც და მიწაზეც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ერთად აფრიალდა. ერთდროულად ექვსი ადგილიდან რეკრუტების ტრადიციული ფიცი ქვეყნის მთავარსარდალმა ჩაიბარა. საზეიმო ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
