26 მაისი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
26 მაისი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა არაერთხელ იყო რეპრესირებული და დაპატიმრებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო. 33 წლის წინ , 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, დედაქალაქის მერმა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დააანონსა. ზანდუკელის პირველ ნომერში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს მისი ავთენტური სახე შეუნარჩუნდება.
