საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა ქართულმა დიასპორამ ამერიკის შეერთებულ შტატებში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა ქართულმა დიასპორამ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქალაქ პოკონოში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში, წირვა-ლოცვა ამერიკაში სტუმრად მყოფმა მეუფე გრიგოლმა და მეუფე საბამ სამღვდელოებასთან ერთად აღავლინეს. სხვადასხვა შტატში მოქმედმა ქართულმა საბავშვო ანსამბლებმა კი კონცერტი გამართეს.
