საქართველოსთვის წლევანდელი 26 მაისი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილი ქვეყანას ოფიციალურად აქვს დეკლარირებული
საქართველოსთვის წლევანდელი 26 მაისი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილი ქვეყანას ოფიციალურად აქვს დეკლარირებული. საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი ეტაპი გაიარა - ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. დარჩენილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
