დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე ჩვენია, ევროპისკენ
დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე ჩვენია, ევროპისკენ. ამ გზავნილებით აღინიშნება დამოუკიდებლობის აღდგენის 31-ე წლის იუბილე და დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადებიდან 104-ე წელიწადი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დღევანდელი დღის დასკვნითი ღონისძიება გალა კონცერტი იქნება, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ზუსტად ცხრის ნახევარზე დაიწყება. შორენა კოპალეიშვილი შემოგვიერთდება ახლა რუსთაველის გამზირიდან და გვეტყვის, თუ როგორ მიმდინარეობს კონცერტისთვის სამზადისი.
