ეპიცენტრი დღეს თავისუფლების მოედანია
ეპიცენტრი დღეს თავისუფლების მოედანია. რეკრუტები სამხედრო ფიცის დასადებად ემზადებიან. გამოფენილია შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. მოდერნიზებული და განახლებული სამხედრო ავიაცია - დედაქალაქის ცაზე თბილავიამშენისა და დელტას ერთობლივი ძალისხმევით ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად მოდერნიზებული სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავები, მი-24სა და იროკეზის ტიპის შვეულმფრენები გადაიფრენენ. ცაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს გაშლიან. თავისუფლების მოედანზე იმყოფება ნინო არღვლიანი, ნინო, რა ხდება ამდროისთვის ადგილზე.
