1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო
1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა 21 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მოვლენა მოხდა. საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დღეს წინ 31-ი მარტის რეფერენდუმი უძღვოდა, მთავარი კითხვით -თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? აბსულუტურმა უმრავლესობამ უპასუხა „დიახ“.
