მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
ხვალ მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. სწორედ ხვალიდან იწყებს თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დედაქალაქის მერის თქმით, შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე შესრულდება, რომ ძეგლის ავთენტიკურობა სრულად იქნება დაცული. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
