ტეხასის დაწყებით სკოლაში თავდასხმას 21 ადამიანი შეეწირა
ტეხასის დაწყებით სკოლაში თავდასხმას 21 ადამიანი შეეწირა. მათგან 19 მოსწავლე. თავდამსხმელი ქალაქ იუვალდეს მკვიდრი 18 წლის სალვადორ რამოსია, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარ დაბადების დღეზე შეიძინა. ტეხასში დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გამოეხმაურნენ. ირაკლი ღარიბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს
