თბილისის მერია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, რომ შენობის ავთენტიკურობა სრულად იქნება დაცული. მერიის ინფორმაციით სარეაბილიტაციო სამუშაოები იმ შენობაშიც ჩატარდება , სადაც მერაბ კოსტავა ბოლო წლებში ცხოვრობდა და რომელიც მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა.
