"ეუთოს" გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერის გერდზე დაწერა
"ეუთოს" გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერის გერდზე დაწერა, რომ ჰელგა შმიტთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა რეგიონისა და საერთო ევროპული უსაფრთხოების საკითხზე. პრემიერმა "ეუთოს" გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის, მადლობა გადაუხადა.
